ფეხბურთი

20:16 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” გლენ ჯონსონის გაშვებას არ აპირებს

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა კლუბიდან მცველ გლენ ჯონსონის სავარაუდო წასვლის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო. ინგლისელ ფეხბურთელს “მერსისაიდელებთან” ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისთვის ჯერ ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებიათ.

“გვსურს, რომ გლენი გუნდში დარჩეს. მითუმეტეს, მისი ამჟამინდელი სათამაშო ფორმის გათვალისწინებით. ის 29 წლისაა და მაღალ დონეზე თამაში კიდევ არაერთი წელი შეუძლია. ზაფხულამდე ახალ კონტრაქტებზე ვიმუშავებთ, მაგრამ ჯონსონი ჩვენს პრიორიტეტებში რჩება. მოგვიანებით განვიხილავთ რა არის უკეთესი ჩვენთვის და ფეხბურთელისთვის. კარგია, რომ დარჩენა მასაც სურს. თუ შევთანხმდებით კიდევ რამდენიმე წელიწადი საუცხოო ფეხბურთელი გვეყოლება” – იუწყება როჯერსის სიტყვებს Liverpool Echo.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116201