“ლივერპულის” ხელმძღვანელობა ლისაბონის “ბენფიკას” ნახევარმცველის – ნიკოლას გაიტანის ტრანსფერზე მუშაობს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.
როგორც ირკვევა, მერსისაიდელები 26 წლის არგენტინელში 38 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან. ჯერჯერობით, პორტუგალიელები თავიანთ ერთ-ერთ ლიდერს არ თმობენ.
აღსანიშნავია, რომ გაიტანის ხილვა “მონაკოსაც” სურს. მონტე კარლოს ბინადრები არგენტინელში 45 მილიონ ევროს იხდიან.