გერმანული მედიის ინფორმაციით, "ლივერპულმა" ლევერკუზენის "ბაიერის" ნახევარმცველ ემრე კანთან მოლაპარაკება დაასრულა და ფეხბურთელი მომდევნო სეზონში "ენფილდზე" ითამაშებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელები თურქული წარმოშობის გერმანელ ფეხბურთელში 12 მილიონ ევროს გადაიხდიან, კონტრაქტის დეტალები კი ჯერჯერობით უცნობია.
თავდაპირველად, "მერსისაიდელებმა" გერმანელებს კანის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს.
20 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა და 4 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
გიორგი ბალახაძე