ინგლისური “ლივერპული” გლენ ჯონსონთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს სეზონის დასრულების შემდეგ განიხილავს. ამის შესახებ The Telegraph-ი იუწყება.
ინგლისელ მარჯვენაფლანგელს მერსისაიდელებთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება. დიდია ალბათობა იმისა, რომ “ლივერპულმა” ჯონსონს ხელფასი შეუმციროს, რადგან როგორც ხშირად ხდება, ფეხბურთელის ასაკის მატებასთან ერთად, ანაზღაურებაც დროდადრო იკლებს.
შესაძლოა, ჯონსონმა “ენფილდზე” დარჩენა ფინანსური პირობების გამო იუაროს და კლუბის შეცვლა თავად მოისურვოს.