ფეხბურთი

16:18 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” და “შალკე” ტორგან აზარისთვის იბრძოლებენ

 

ინგლისის “ლივერპული” და გერმანული “შალკე” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველ ტორგან აზარით დაინტერესდნენ, რომელიც იჯარის წესით სამშობლოში, “ზულტე-ვარეგემში” გამოდის.

“არისტოკრატთა” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 21 წლის ფეხბურთელი “ანდერლეხტთან” მატჩში საქმეში იხილა და განაცხადა, რომ მისი იმედი აღარ აქვს, მზადაა ის გაყიდოს, ან ისევ განათხოვრების წესით გაუშვას.

Het Laatste Nieuws-ის ცნობით, აზარი-უმცროსის სანახავად სკაუტები “ლივერპულმა” და “შალკემაც” გაგზავნეს და მზად არიან მის შესაძენად იბრძოლონ.

უახლოეს მომავალში ფეხბურთელი მამასთან ერთად, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიცაა, ლონდონში გაემგზავრება, რათა “ჩელისთან” საკუთარი მომავალი განიხილოს.

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087706