ფეხბურთი

19:16 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” და “ატლეტიკო” ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ

ინგლისური “ლივერპული” და ესპანური “ატლეტიკო” ცენტრალური მცველების, დანიელ აგერისა და ტობი ალდერვაირელდის გაცვლას აპირებენ. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც “ლივერპულმა” დეჟან ლოვრენი შეიძინა, დანიელ აგერის პოზიციები შეირყა. გავრცელებული ინფორმაციით, დანიელი მცველი გუნდის გამოცვლას აპირებს. ბოლო დროს, მას “ბარსელონას” უკავშირებდნენ, მაგრამ ახლა, 29 წლის ფეხბურთელს “ატლეტიკოში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

ესპანური პრესის ცნობით, “ლივერპულს” აგერის სწორედ “ატლეტიკოს” ფეხბურთელით შეცვლა სურს. მერსისაიდელებმა თვალი ტობი ალდერვაირელდს დაადგეს. ბელგიელი ფეხბურთელი “ატლეტიკოში” გასულ ზაფხულში გადავიდა, მაგრამ ლა ლიგაში მან მხოლოდ 12 თამაში ჩაატარა.

0.110203