ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპული” ჩაბი ალონსოს კონტრაქტთან დაკავშირებულ სიტუაციას თვალს ყურადღებით ადევნებს და თუ ესპანელმა “რეალთან” ხელშეკრულების გახანგრძლივება იუარა, მერსისაიდელები 31 წლის შუახაზელის დაბრუნებას შეეცდებიან.
ჩაბი ალონსოს “რეალთან” კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ კიდევ არ არსებობს. როგორც ცნობილია, მადრიდელებმა ფეხბურთელს თავიანთი პირობები შესთავაზეს, მაგრამ ალონსო მოვლენების დაჩქარებას არ აპირებს.
იმ შემთხვევაში, თუ ჩაბი ალონსომ “რეალთან” ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა, მას მსურველები ნამდვილად არ მოაკლდება. მადრიდული AS-ის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი “ლივერპული” იქნება, რომლის რიგებშიც ესპანელი 2004-09 წლებში თამაშობდა. ცნობისთვის, ალონსოს “ლივერპულში” უფრო მეტი ტიტული აქვს მოგებული, ვიდრე “რაელში”.