Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_c38a1a877f579b35b8077df115befdfe in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_c72be6e8db83915a9640fc6526950b23 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_cf71402aaa9362b7945d7d2e7faa3f88 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_d3daf7fe2eb22c0d4d20a5018c139ac5 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_d9cfd1c9778b326c8c7b8edd1365121d in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_dcf46513461e86a0930397bcbd6fbc1e in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_dd0504525694e82c6fd006cfc1a2862d in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_dd77b2642a22701dff78ba33a8e2b7a4 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_e9a260bf04df02a585bb579322d7739e in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_eb352da1ed0c5fa2bc2252a25ca45a5b in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_ed2eedf77dfd2db8d5964d1001227112 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_f379e62e30bbf4dd9c355edb1f4c9800 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_f9d6ddb4566c424ab749dd455ee3d5a7 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71
"ლივერპული" "არსენალს" მიუახლოვდა
ფეხბურთი

21:36 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" "არსენალს" მიუახლოვდა

 

ინგლისის პრემიერლიგაში მეექვსე ტურის მომდევნო ორი მატჩი გაიმართა. "ლივერპულმა" წინა ტურში "საუთჰემპტონთან" განცდილი მარცხის შემდეგ ხასიათი "სანდერლენდთან" მატჩში გამოისწორა.

28-ე წუთზე კუთხურიდან ჯერარდის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე სტარიჯს თავით უნდა ეთამაშა, თუმცა ბურთი ხელზე მოხვდა და ისე შეგორდა კარში. მატჩის მთავარმა არბიტრმა კი ეს ვერ დაინახა და სტუმრები დაწინაურდნენ. რვა წუთში სტარიჯი შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და სუარესს ცარიელი კარისკენ გამჭოლი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი "მერსესაიდელები" ორი ბურთით დააწინაურა.

მეორე ტაიმის მეშვიდე წუთზე ჯონსონის შორეული დარტყმული სტუმართა მეკარე მინოლამ მოიგერია, დამატებაზე კი ჯაკერინიმ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. 89-ე კვლავ სტარიჯის პასით ურუგვაელმა თავდამსხმელმა დუბლი მიითვალა და "ლივერპულს" მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვება მოუტანა.

"მერსესაიდელებმა" ამ გამარჯვებით პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს და ლიდერ "არსენალს" ორი ქულით ჩამორჩებიან.

"სტოკმა" პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. "ბრიტანიაზე" გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი "ნორვიჩის" ინგლისელმა ფეხბურთელმა ჰოუსონმა გაიტანა. მან 34-ე წუთზე უძლიერესი დარტყმით მასპინძელთა მეკარეს ბეგოვიჩს შანსი არ დაუტოვა. "ნორვიჩს" ამ მოგებით ჩემპიონატში 7 ქულა დააგროვა და ქულებით "სტოკს" გაუთანაბრდა.

 

სტოკი _ ნორვიჩი 0:1 (0:1)

სტოკი. "ბრიტანია". 26184

სტოკი: ბეგოვიჩი, პეტერსი, ჰუთი, შოუქროსი, კამერონი, ნზონზი, ვილსონი, არნაუტოვიჩი, ადამი (აირლენდი 46), ვოლტერსი (პენანტი (46), ჯონსი (კრაუჩი 66). 

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ნორვიჩი: რადი, მარტინი, ტერნერი, ბენეტი, ოლსენი, ჰოუსონი, ტეთი, სნოდგრასი, ფერი, პილქინგტონი (ვითთეიქერი 83), ვან ვოლფსვინკელი (ელმანდერი 76). 

მწვრთნელი: კრის ჰიუტონი

გოლი: 0:1 ჰოუსონი

გაფრთხილება: ვილსონი (25), პეტერსი (75) _ ფერი (42)

ბურთის ფლობა: 56%_44% კარში დარტყმა: 8 (1) _ 8 (3) კუთხური: 7 _ 3 თამაშგარე: 4 _ 2 სეივი: 2 _ 1 ჯარიმა: 14 _ 12

 

სანდერლენდი _ ლივერპული 1:3 (0:2)

სანდერლენდი. "ლაითი". 41415

სანდერლენდი: ვესტვუდი, კოლბეკი, კუელარი, ოში, გარდნერი, ჯონსონი, ჯაკერინი, კატერმოლი (ჩელუსტკა 74), ლარსონი (მავრიასი 85), კი, ალტიდორი. 

მწვრთნელი: კევინ ბოლი

ლივერპული: მინოლე, ტურე, შკრტელი, სახო, მოზესი (სტერლინგი 75), ენრიკე, ლეივა, ჟერარდი, ჰენდერსონი, სუარესი, სტარიჯი. 

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლი: 0:1 სტარიჯი (28), 0:2 სუარესი (36), 1:2 ჯაკერინი (52), 1:3 სუარესი (88)

გაფრთხილება: ჯაკერინი (60), კოლბეკი (80) _ ლეივა (83)

ბურთის ფლობა: 46%_54% კარში დარტყმა: 22 (5) _ 15 (6) კუთხური: 10 _ 8 თამაშგარე: 4 _ 1 სეივი: 3 _ 4 ჯარიმა: 9 _ 11

 

1. არსენალი 6 5 0 1 13:7 15
2. ლივერპული 6 4 1 1 8:4 13
3. ტოტენჰემი 6 4 1 1 6:2 13
4. ჩელსი 6 3 2 1 7:3 11
5. საუთჰემპტონი 6 3 2 1 5:2 11
6. სიტი 6 3 1 2 14:7 10
7. ჰალი 6 3 1 2 6:7 10
8. ევერტონი 5 2 3 0 6:4 9
9. ასტონ ვილა
6 3 0 3 9:8 9
10. ვესტ ბრომვიჩი
6 2 2 2 6:5 8
11. კარდიფი 6 2 2 2 6:7 8
12. მანჩესტერი 6 2 1 3 8:8 7
13. სუონსი 6 2 1 3 8:9 7
14. ნორვიჩი 6 2 1 3 4:6 7
15. სტოკი 6 2 1 3 4:6 7
16. ნიუკასლი 5 2 1 2 5:8 7
17. ვესტ ჰემი
6 1 2 3 4:5 5
18. ფულემი 6 1 1 4 4:9 4
19. კრისტალ პალასი
6 1 0 5 4:10 3
20. სანდერლენდი 6 0 1 5 4:14 1

 

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084968