ფეხბურთი

23:20 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლივერპულელთა დღე

 

პრემიერლიგის 33-ე ტურში კვირას ორი მატჩი გაიმართა და ორშაბათს “ტოტენჰემ” – “სანდერლენდის” შეხვედრით დაიხურება. “ლივერპულმა” თავისი თამაში მოიგო და საჩემპიონო რბოლას წარმატებით აგრძელებს, თუმცა საკუთარი ქომაგები გვარიანად ანერვიულა.

მიუხედავად იმისა რომ სემ ელარდაისის შეგირდებმა პრემიერლიგში ადგილი უკვე დაიბევეს, მომხვდურთ ისეთი ბრძოლა გაუმართეს, თითქოს რომელიმე ტურნირის ფინალი ყოფილიყოს. შესაძლია, ეს მატჩი არ გამოირჩეოდა ლამაზი კომბინაციებითA და სანახაობით, თუმცა დაძაბულობით ნებისმიერ ტურნირს დაამშვენებდა. პირველ ტაიმში ბურთი უფრო სტუმართა ნახევარზე გორაობდა, მაგრამ ბოლოსკენ მასპინძელ მცველებს “წითლების” კონტრშეტევა გამოეპარათ, ჯერარდმა მოედნის სიღრმიდან ჩინებული პასით სუარესი საჯარიმოში მოძებნა, მასპინძელმა ტომკინსმა კი ხელით ითამაშა და თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა კაპიტანმა. მერე კი მოხდა ეპიზოდი, რომელიც ალბათ კიდევ დიდ ხანს იქნება განსჯის საგანი: ლონდონელებმა კუთხური ჩამოაწოდეს, კეროლი მეკარე მინოლეს დაეჯახა კიდეც და ხელიც მიარტყა, კიპერს ბურთი ხეიდან გაუვარდა და დემელს მიუგორდა, რომელსაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. არც არბიტრ ტეილორს და არც მის თანაშემწეებს წესის დარღვევა “არ დაუნახავთ.” გოლს ლამის “ლივერპულის” მთელი გუნდი აპროტესტებდა, თუმცა მსაჯი შეუვალი აღმოჩნდა და - 1:1.

მეორე ტაიმში სტუმრები უკეთ გაირჯნენ. შედეგად ვესტჰემელთა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც ასევე ზუსტად შეასრულა ჯერარდმა. კარგი მომენტები ჰქონდათ სტარიჯს, სტერლინგსა და სუარესს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. მეტოქეებმა თითოჯერ ხარიხასაც გაარტეს ბურთი, მასპინძელთაგან კეროლმა, სტუმარტაგან – სუარესმა. მოკლედ, “წითლებმა” 3 ქულა მოიპოვეს და ისევ დაბრუნდნენ ცხრილის სათავეში. შემდეგ ტურში კი მათ სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი და გადამწყვეტი მატჩი ელით – “ენფილდზე” უშუალო კონკურენტ “მანჩესტერ სიტის” მასპინძლობენ.

კვირასვე “ევერტონმა” “არსენალი” გაანადგურა და ჩანს, საბოლოოდ მოუსპო საჩემპიონო ამბიცია. ახლა არსენ ვენგერის შეგირდების საზრუნავი ისღაა, როგორმე შეინარჩუნონ მეოთხე პოზიცია, რომელიც მათ გაისად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში თამაშის უფლებას მისცემს.

ევერტონი – არსენალი 3:0 (2:0)

ლივერპული. “გუდისონ პარკი.” 39 504

ევერტონი: ჰოვარდი, ბეინსი, დისტინი, სტოუნზი, ბერი, ოსმანი (ბარკლი 10), კოულმენი, მაკარტი, ნეისმიტი (მაკგიდი 81), მირალასი, ლუკაკუ (დელოფეუ 86)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, ვერმალენი, ნაჩო მონრეალი, როსიცკი, არტეტა, ფლამინი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 66), კასორლა, პოდოლსკი (რემზი 66), ჟირუ (სანოგო 71)

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0 ნეისმიტი (14), 2:0 ლუკაკუ (34), 3:0 არტეტა (62 საკუთარ კარში)

გაფრთხილება: ოსმანი (8); ფლამინი (44), არტეტა (90)

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 5(2)-3(3), ჯარიმა: 5-3, კუთხური: 2-2, თამაშგარე: 1-1,  სეივი: 5-5

 

ვესტ ჰემი – ლივერპული 1:2 (1:1)

ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი.” 34 977

ვესტ ჰემი: ადრიანი, დემელი, რიდი, არმერო, ტომკინსი, დაუნინგი, ნოლანი (ნოჩერინო 68), ტეილორი (ჯერვისი 78), ნოუბლი, დიამე (კარლტონ კოული 84), კეროლი

მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, შკრტელი, სახო, ფლანაგანი, ჯერარდი, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (ლუკას ლეივა 46), სტერლინგი, სუარესი, სტარიჯი (კოლო ტურე 85)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 0:1 ჯერარდი (44 პენალტით), 1:1 დემელი (45+2), 1:2 ჯერარდი (71 პენალტით)

გაფრთხილება: ტომკინსი (43), ადრიანი (70), ნოჩერინო (80), არმერო (86)

მსაჯი: ენტონი ტეილორი

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 1(8)-8(7), ჯარიმა: 8-9, კუთხური: 4-4, თამაშგარე: 0-0, სეივი: 6-0

0.125432