მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ლიტვის საკალათბურთო ნაკრებმა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე დაკარგა. ყუბანის “ლოკომოტივის” გამთამაშებელმა მანტას კალნიეტისმა ტრავმა ხორვატიასთან საკონტროლო მატჩში მიიღო და მომავალ ტურნირში ვეღარ ითამაშებს.
კალნიეტისმა მეტოქესთან შეჯახებისას ლავიწის ძვალი მოიტეხა და იმდენად რთულ მდგომარეობაში იყო, რომ მისი ზაგრების საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, ლიტველებმა კი ხორვატებთან თამაში 80:94 დათმეს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიო პირველობა 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში ესპანეთში ჩატარდება. ლიტვა D ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად
კალნიეტისის ტრავმის მომენტი