კალათბურთი

22:59 | 7.09.2014 | ნანახია 1600 - ჯერ

ლიტვამ ბოლოში იმარჯვა

ლიტვის საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, თუმცა, ეს ისე იოლად არ გამოუვიდა, როგორც გუნდის ქომაგები ელოდნენ.

კრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, თუმცა, ეს ისე იოლად არ გამოუვიდა, როგორც გუნდის ქომაგები ელოდნენ.

ახალ ზელანდიასთან მატჩში, ბალტიისპირელებმა ძალიან ყოჩაღად დაიწყეს და პირველ ტაიმში 15-ქულიან უპირატესობას უტრიალებდნენ, დარჩენილ დროში კი იმდენი “მოახერხეს”, რომ დასკვნით მეოთხედში წინ უკვე მეტოქე იყო.

თამაშის დასრულებამდე 02:42 წუთით ადრე, ტაბლოზე საყაიმო ანგარიში (65:65) გახლდათ დაფიქსირებული, შემდეგ კი ლიტველთა გამოცდილებამ თავისი გაიტანა და მათ 76:71 იმარჯვეს.

ბალტიისპირელებს 22 ქულით და 13 მოხსნით იონას ვალანჩიუნასმა ულიდერა, რომელმაც თამაშიდან 11-დან 8 ტყორცნა გამოიყენა. ზელანდიელთა რიგებში საუკეთესო ვებსტერი იყო 26 ქულით, თუმცა, იგი გაცილებით ცუდი პროცენტული მაჩვენებლით ესროდა – 10 21-დან.

მეოთხედფინალში ლიტველთა მეტოქე თურქეთის და ავსტრალიის მატჩში ირკვევა.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. მეოთხედფინალი. ბარსელონა

ახალი ზელანდია – ლიტვა 71:76 (9:23, 17:13, 24:22, 21:18)

სრული სტატისტიკა

http://www.fiba.com/basketballworldcup/2014/0709/New-Zealand-Lithuania#|tab=boxscore_statistics


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:11 | 08.09.2014
3 სავანელი (1199)

რას ვიფიქრებდი ასე თუ გაუჭირდებოდათ

00:16 | 08.09.2014
nugo1113 (1656)

ლიტვაა

23:30 | 07.09.2014
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ ზელანდიას რო იბრძოლა.

23:48 | 07.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

მოულოდნელი წინააღმდეგობა, ყოჩაღ.

23:12 | 07.09.2014
frivwork (54)

stripslashes((strlen('http://simulationgame.org')>0?'http://simulationgame.org':'http://simulationgame.org'))
0?'>http://simulationgame.org':'>http://simulationgame.org'))
0?'>http://simulationgame.org':'>http://simulationgame.org'))
0?'>http://simulationgame.org':'>http://simulationgame.org'))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121256