კალათბურთი

0:02 | 1.09.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ლიტვამ ანგოლასაც იოლად აჯობა

ლიტვის საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის სტარტზე მე-2 იოლი გამარჯვება იზეიმა. ბალტიისპირელებმა ჯერ მექსიკა დაამარცხეს (87:74), დღეს კი ანგოლას 75:62 სძლიეს.

საინტერესოა, რომ აფრიკელები 3 მეოთხედის განმავლობაში ფავორიტს ტოლსწორად ეთამაშნენ, გადამწყვეტი კი მე-3 ათწუთეული გამოდგა, რომელიც ლიტვა, 25:14 მოიგო.

იონას კაზლაუსკასის გუნდიდან მინიმუმ 7 ქულა ერთბაშად 8 კალათბურთელმა ჩააგდო, გამორჩეული კი “ტორონტო რეპტორზის” ცენტრი იონას ვალანჩიუნასი იყო – 11 ქულა, 13 მოხსნა.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. D ჯგუფი. გრან კანარია

ლიტვა – ანგოლა 75:62 (23:22, 15:13, 25:14, 12:13)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.086086
სარეკლამო ადგილი - 99
X x X