კალათბურთი

1:32 | 20.09.2013 | ნანახია 3368 - ჯერ

ლიტვა ბოლო ნახევარფინალისტია

2011 წელს შინაურ კედლებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ლიტვის ნაკრებმა მეოთხედფინალს მიღმა ვერ გააღწია, სლოვენიაში მიმდინარე ევრობასკეტზე კი საწადელი აისრულა და საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოხვდა.

იონას კაზლაუსკასის შეგირდებმა ლიუბლიანაში იტალიის ეროვნულ გუნდს 81:77 სძლიეს და 2013 წლის ევროპირველობის ნახევარფინალში ხომ გააღწიეს, ამასთან, მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც გაინაღდეს.

გასულ დაპირისპირებას 8 ათასზე მეტი ქომაგი დაესწრო, რომელთა შორის ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელი არვიდას საბონისიც გახლდათ. ცხადია, საბოლოო შედეგით იგი ძალიან კმაყოფილი დარჩებოდა.

ბალტიისპირელთა გამარჯვება საწყისი და უკანასკნელი მეოთხედების მაღალ დონეზე ჩატარებამ განაპირობა, იტალია კი სწორედ მაშინ მოდუნდა, როდესაც თავის ბოლომდე გადადება იყო საჭირო.

აპენინელებმა დასკვნითი პერიოდის საწყის 6 წუთში (!) ქულაც კი ვერ აიღეს, ლიტვამ კი 15:0 “გაქცევა” მოაწყო და მართალია, დარჩენილ დროში აპენინელებმა ძალიან მოინდომეს, არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახლდათ.

სტატისტიკისთვის თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია იმის აღსანიშნავად, რომ ლიტველთა გამარჯვება ძირითადად ფარზე უპირატესობამ განაპირობა. იტალიელებმა მხოლოდ 25 მოხსნა განახორციელეს, მაშინ, როდესაც ბალტიისპირელებმა მხოლოდ საკუთარ ფარზე 29 ბურთი მოხსნეს, ჯამში კი აქტივში 38 მოხსნა ჰქონდათ.

ამ მხრივ განსაკუთრებით თავი კალნიეტისმა და სეიბუტისმა გამოიჩინეს. მათ ჯამურ  აქტივში 13 მოხსნა ჰქონდათ, ამას გარდა კი 17-17 ქულა ჩააგდეს და გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესონი იყვნენ. იტალიელებს 22 ქულით ბელინელიმ ულიდერა, რომელმაც მოედანზე 36 წუთი გაატარა. ისიც ვთქვათ, რომ პიანიჯიანიმ განაცხადში მყოფი 12 კალათბურთელიდან მხოლოდ 9 დაასაქმა და ამასთან, ერთ-ერთი მათგანი როსელი – სიმბოლურად, 2 წუთით.

20 სექტემბერს ნახევარფინალებში ლიტვა ხორვატიას ეთამაშება, ხოლო ესპანეთის მეტოქე საფრანგეთი იქნება. დღესვე მეხუთე-მერვე ადგილებისთვის მატჩში იტალიის ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება.  

 

ლიუბლიანა. “სტოჟიცე არენა”. 8210 მაყურებელი

ლიტვა – იტალია 81:77 (22:15, 18:24, 17:19, 24:19)

ლიტვა: კალნიეტისი (37 წ. 17 ქ. 7 მ. 5 პ.), დ.ლავრინოვიჩი (27 წ. 9 ქ. 5 მ.), მაჩიულისი (31 წ. 13 ქ. 4 მ. 5 პ.), სეიბუტისი (28 წ. 17 ქ. 6 მ.), კლეიზა (25 წ. 5 ქ. 5 მ.); მოტეიუნასი (17 წ. 7 ქ. 3 მ.), კუზმინსკასი (4 წ.), კ.ლავრინოვიჩი (1 წ.), პოჩიუსი (20 წ. 11 ქ. 3 მ.), ვალანჩიუნასი (11 წ. 2 ქ.).

მწვრთნელი: იონას კაზლაუსკასი.

იტალია: არადორი (23 წ. 6 ქ.), ბელინელი (36 წ. 22 ქ.), კუზინი (24 წ. 4 ქ. 8 მ.), დატომე (37 წ. 10 ქ. 3 მ.), ჩინჩიარინი (21 წ. 11 ქ. 3 პ.); ჯენტილე (27 წ. 15 ქ.), როსელი (2 წ.), მელი (16 წ. 2 ქ.), დინერი (15 წ. 7 ქ.).

მწვრთნელი: სიმონე პიანიჯიანი.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:22 | 21.09.2013
shakooo7 (2507)

საღოლ ლიტვას! ფაქტიურად ნახევარ დღეში 2 თამაში მოიგო, ძაან მაგრები არიან არ მეგონა ასე თუ შეინარჩუნებდნენ ენერგიას.

18:59 | 20.09.2013
kaxa80 (532)

კალენდარი აშკარად სლოვენიაზე იყო მორგებული. მათ მხოლოდ ღამის თამაშები ითამაშეს. ბოლო თამაშის გარდა სერბებთან. ახლაც ეგრე იყო მოწყობილი, რომ კარგა დასვენებულები გამოსულიყვნენ. ესპანეთმა და საფრანგეთმა გუშინწინ ითამაშეს და დღეს უფრო გვიან თამაშობენ, ვიდრე გუშინდელი დაღლილი ხორვატია და ლიტვა. ლიტვის თამაშის მერე 24 საათი არცაა გასული.

18:52 | 20.09.2013
zura1504 (214)

ინტერნეტ-რესურსმა HoopsHype-მა საინტერესო აქცია მოაწყო ევრობასკეტის მსვლელობის დროს. მან გამოკითხა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე მოთამაშეები, რომლებმაც, საბოლოოდ, გამოავლინეს ევროპის ყველა დროის 15 საუკეთესო კალათბურთელი.

გამოკითხვის შედეგები:
1. დრაჟენ პეტროვიჩი
2. ტონი პარკერი
3. არვიდას საბონისი
4. დეიან ბოდიროგა
5. დირკ ნოვიცკი
6. პაუ გასოლი
7. ტონი კუკოჩი
8. პრედრაგ დანილოვიჩი
9. ხუან კარლოს ნავარო
10. ანდრეი კირილენკო

11. დიმიტრის დიამანტიდისი
12. მარკ გასოლი
13. ალექსანდრ ჯორჯევიჩი
14. ალექსანდრ ვოლკოვი
15. დინო რაჯა

00:48 | 21.09.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

ვინც ეს გამოკითხვა მოაწყო სულ სველი უნდა ურტყას კაცმა !ანუ პარკერი ჯობია საბონისს ?? DD სად არიან ჩოსიჩი კიჩანოვიჩი სერგეი ბელოვი გალისი ???

18:47 | 20.09.2013
scotland (206)

ფინალი ლიტვა ესპანეთი იქნება

18:16 | 20.09.2013
shakooo7 (2507)

ფიბას დედა რო ვატირე მე უაზრო კალენდარის გამო. წუხელ იტალიამ ლიტვასთან იომა და დღეს შუადღისას დაქანცულმა უკრაინასთანაც წააგო და შეიძლება მსოფლიოს გარეშე დარჩეს. უკრაინა მსოფლიოზე გავიდა, ვულოცავ!

18:15 | 20.09.2013
shakooo7 (2507)

ხორვატიას შანსი არა აქვს კი არა, გადაღლილ ლიტვას შანსი არა აქვს ხორვატიასთან

10:22 | 20.09.2013
xreveli (70)

ხორვატიას შანსი არ ააქვს ლიტვასთან! ლიტვა ფინალშია და იქ საფრანგეთს მოუგებს !!!

15:43 | 20.09.2013
MANCHESTER UNITED (686)

რომელ საფრანგეთს ესპანეთი რო დაიხევს კაი დედალივით ?

04:13 | 20.09.2013
baraka (815)

ეს ნახეთ ბოსნიელები როგორ წასულან ევროპაზე, კალატბურტელმა თვითონ ისესხა ნაკრების სამგზავროდ ფული.
0?'>http://www.eurosport.ru/basketball/eurobasket/2013/story_sto3930092.shtml':'>http://www.eurosport.ru/basketball/eurobasket/2013/story_sto3930092.shtml'))

04:01 | 20.09.2013
Madrileño (26972)

ყოჩაღ შერმადინი

01:50 | 20.09.2013
Oto. (4710)

ხორვატია მოუგებს ამათ

0.13903