ფეხბურთი

20:47 | 2.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლიტმანენს ფინეთში ძეგლს უდგამენ

შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს: 39 წლის ფინელი იარი ლიტმანენი ისევ თამაშობს. ის მშობლიური ქალაქ ლაჰტის გუნდშია და ბოლო ორ სეზონში 32 მატჩში 8 გოლიც გაიტანა. “ლაჰტი” ფინეთის უმაღლეს ლიგაში აუტსაიდერთა შორისაა, მაგრამ ეს არ ჩრდილავს ამ ბრწყინვალე ფეხბურთელს...
update.nl-ის ცნობით, ლიტმანენს ლაჰტიში ძეგლს დაუდგამენ. ეს “ლაჰტის” გულშემატკივართა ინიციატივა ყოფილა, რომლებმაც ქალაქის ხელმძღვანელობას სთხოვეს და მათაც დასტური თქვეს. ძეგლი 10 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება.
შეხსენებისთვის, ლიტმანენი ფინეთის ეროვნულ ნაკრებში 1989 წლიდან თამაშობს და 134 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გატანილი. საუკეთესო წლები ამსტერდამის “აიაქსში” გაატარა (1992 -1999), როცა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი საკლუბო ფეხბურთში შეიძლება – მათ შორის, ჩემპიონთა ლიგა 1995 წელს. ლიტმანენი იმდროინდელი “აიაქსის” საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ.
იარის კარიერა “ბარსელონაში” ამსტერდამული ბრწყინვალებით ვერ გაგრძელდა, შემდეგ კიდევ რამდენიმე კლუბი გამოიცვალა, მათ შორის, ინგლისური “ლივერპულშიც” იყო.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099674