ბულგარული ლოვეჩის “ლიტექსის” მთავარ მწვრთნელად ორშაბათს დათხოვილი მიოდრაგ ეშიჩის ნაცვლად, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, კრასიმირ ბალაკოვი დანიშნეს.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბალაკოვმა “ლიტექსთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. განვლილ სეზონში ლოვეჩელებმა ბულგარეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავეს და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.
აქამდე, 48 წლის ბულგარელი შვეიცარიულ “გრასჰოპერსს”, “სენტ-გალენს”, ხორვატულ “ჰაიდუკს”, გერმანულ “კაიზერსლაუტერნსა” და ბულგარულ “ჩერნომორეცს” ავარჯიშებდა.







