27-28 ნოემბერს პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 38-ე გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს, რომლის მუშაობაშიც “ბებერი კონტინენტის“ ყველა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდის ცნობით, ორგანიზაციის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე ლისაბონში 25 ნოემბერს გამთენიისას გაემგზავრებიან.
გენერალურ ასამბლეაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, სეოკ-ისთვის ყველაზე საინტერესო კი “თბილისი-2015“-ის პროექტია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დედაქალაქს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა სურს, სადაც ჩვენი უმთავრესი კონკურენტი ჩეხური ბრნო იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ასამბლეის მონაწილეებს თბილისის, როგორც კანდიდატი ქალაქის საპრეზენტაციო ბუკლეტები დაურიგდებათ.
ლისაბონში სეოკ-ის ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ეოკ-ის პრეზიდენტს პატრიკ ჰიკს და სხავადასხვა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელებს.







