სახელოვანმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ ჩინურ “გუანჩჟოუ ევერგრანდთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ აზიური მედიასაშუალებები იუწყებიან.
ახალი ხელშეკრულების ძალით, 65 წლის იტალიელი მის სამწვრთნელო შტაბთან ერთად ჩინეთში 2017 წლის ბოლომდე იმუშავებს. მისი წლიური ანაზღაურება უცვლელი დარჩება და კვლავაც 10 მილიონ ევროს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ლიპის ხელმძღვანელობით, “გუანჩჟოუმ” ჩინეთის ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო, დაეუფლა ქვეყნის თასს და აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. დეკემბერში, ლიპიმ განაცხადა, რომ 2014 წელს, სამწვრთნელო კარიერის დასრულებას გეგმავდა.