ფეხბურთი

21:11 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიპი: “იუვენტუსმა” პოგბა ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს”

 

“იუვენტუსის” ყოფილი მწვრთნელი, ცნობილი იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი მიიჩნევს, რომ ტურინულმა გუნდმა პოლ პოგბა ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს, რადგან 21 წლის ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.

“ჩემის აზრით, პოგბა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და “იუვენტუსმა” ის ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს. პოგბამაც უნდა გაითვალისწინოს, რომ “იუვენტუსს” მალე ისეთი დრო დაუდგება, რომ ევროპაში 3-4 წლის განმავლობაში დომინირებას შეძლებს.” – აცხადებს მარჩელო ლიპი.

პოგბას “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ივარაუდება, რომ მხარეები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამართავენ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ფრანგი შუახაზელით სერიოზულადაა დაინტერესებული “პარი სენ ჟერმენი”.

0.112303