ფეხბურთი

14:21 | 12.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტიამ “კრილიასთან” მოიგო

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა სამარას “კრილია სოვეტოვმა”, რომელშიც ალექსანდრე ამისულაშვილი თამაშობს ამხანაგური მატჩი უკრაინულ ლუგანსკის “ზორიასთან” ჩაატარა, რომელშიც ჯაბა ლიპარტია გამოდის.

შეხვედრა ლუგანსკელებმა 1:0 მოიგეს. ამისულაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. ლიპარტია მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა.

თურქეთში ემზადება რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგია”, რომელმაც საკონტროლო მატჩში თანალიგელ იაროსლავლის “შინიკთან” 0:1 წააგო. გოგიტა გოგუა დამარცხებულთა სასტარტოში იმყოფებოდა და 58-ე წუთზე შეცვალეს. კახა ალადაშვილი “სკა-ენერგიაში” 56-ე წუთზე გამოჩნდა.

თურქულ შეკრებაზე ლუცკის “ვოლინი” სპარინგში სლოვაკეთის “სენიცას” დაუზავდა – 1:1. უკრაინელებში თემურ ფარცვანიამ პირველი ტაიმი ჩაატარა.

ლატვიის ე.წ. “ზამთრის თასზე”, რომელსაც გუნდები სეზონისთვის მოსამზადებლად იყენებენ, თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილმა რიგის “სკონტომ” მეტტა-ს 4:0 აჯობა. ირაკლი კლიმიაშვილმა “სკონტოს” სასტარტოში ითამაშა. “ვენტსპილსმა” “დაუგავპილსს” 2:0 მოიგო და თორნიკ თარხნიშვილი გამარჯვებულებში მოედანზე პირველი წუთიდან იყო. 

 

0.121384