ფეხბურთი

14:29 | 5.08.2013 | ნანახია 938 - ჯერ

ლიპარტია უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურში მოხვდა

ლუგანსკის “ზორიას” ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია ინტერნეტგამოცემა ua-football.com-ის ვერსიით, უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

“ქართველი ლეგიონერი განვლილი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორთან ჩატარებული მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა. ლიპარტიას საუცხოო ქმედებების დიდი დამსახურებაა, რომ მე-4 ტურის შემდეგ, “ზორია” პრემიერლიგაში მე-4 ადგილზე დამკვიდრდა. “მეტალისტთან” მატჩში, ჯაბა მოედანზე ბევრს გადაადგილდებოდა, სხვადასხა პოზიციებზე შესამჩნევი იყო, ორთაბრძოლებში ხშირად შედიოდა და მათ იგებდა. როდესაც “ზორიას” მეორე გოლი გაჰქონდა, ის საგოლე გადაცემის ავტორი აღმოჩნდა, არადა, შეტევის დასრულება თავად შეეძლო” – ასე შეაფასა ua-football.com-მა ქართველი ფეხბურთელის თამაში.

“მეტალისტთან” მატჩში ლიპარტია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. მე-18 წუთზე, მისი გადაცემის შემდეგ, ნიკიტა კამენიუკამ ანგარიში 2:0 გახადა. “ზორიას” რიგებში პირველი გოლიც კამენიუკამ გაიტანა. “მეტალისტიდან” 36-ე წუთზე გოლი არგენტინელმა სებასტიანო ბლანკომ გაიტანა, ხოლო 68-ეზე მისმა თანამემამულე ჯონათან კრისტალდომ.

 


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:11 | 06.08.2013
cece (148)

საღოლ ლიპარტიას მაგარია...

19:09 | 05.08.2013
pes2011 (143)

კარგია !

16:08 | 05.08.2013
matri (2779)

ჯერ გოლების გატანას მოუხშიროს და მერე ნაკერბიც იქნება )) ხანდისხან ვუყურებ ზორიას თამაშებს და საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთელია, იმედია მანჯგალაძესაც მალე ვიხილავთ ძირითადში.

16:02 | 05.08.2013
lagashi (6738)

რა იქნება ქეცბაიამ ერთი ეგეც რომ გაახაროს და გამოიძახის ნაკრებში

15:44 | 05.08.2013
111111 (5084)

ამ სერზონის მერე აქ თუ ცამოვა კაი იქნება თითქმის ნებიემიერ კლუბს გააძლიერებს

0.145955