ფეხბურთი

15:18 | 30.01.2014 | ნანახია 888 - ჯერ

ლიპარტია პოლონელებთან დამარცხდა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ლუგანსკის “ზორიამ”, რომელშიც ჯაბა ლიპარტია ირიცხება, მეორე სპარინგი ჩაატარა და პოლონეთის “რუხთან” 0:3 წააგო. საფეხბურთო კლუბ “ზორიას” ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იმყოფებოდა და თამაშში შესვენების მერე ჩაერთო.

ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება ტაშკენტის “ფახთაქორი”, სადაც მალხაზ მახარაძე გამოდის. უზბეკებმა შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი რუსეთის პირველი დივიზიონის ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკთან” ჩაატარეს, რომელიც 1:1 დასრულდა. მახარაძეს არ უთამაშია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:56 | 30.01.2014
Fernando Torres_9_dato (196)

ლიპარტია რომელია??

17:23 | 30.01.2014
vashla (1205)

ხოტორა

0.156601