ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა ლუგანსკის “ზორიამ”, სადაც ჯაბა ლიპარტია გამოდის, ამხანაგურ მატჩში ადგილობრივ “აუსტრიასთან” 1:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ მოსამზადებელ პერიოდში “ზორიასთვის” ეს პირველი მარცხი იყო.
რუსეთის პირველი დივიზიონის სარანსკის “მორდოვიამ”, რომელშიც აკაკი ხუბუტია ირჯება, სპარინგში რუმინეთის “ვიტორულს” ვერ აჯობა – 1:1. აქვე გეტყვით, რომ უამინდობის გამო გუნდებმა მხოლოდ პირველი ტაიმი ჩაატარეს. ხუბუტია “მორდოვიას” სასტარტოში იყო.
ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგა” ავსტრიულ შეკრებაზე ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის “კლუჟს” დაუზავდა – 0:0. რუსული გუნდის რიგებში გია გრიგალავას არ უთამაშია.
ფინეთის იუკონენლიგის მე-12 ტურში, “კოოტეეპეემ” საკუთარ მოედანზე “ოულუს” ვერ მოუგო – 0:0. მასპინძელთა შორის გიორგი ოსიტაშვილმა სრულად ითამაშა. “კოოტეეპეეს” 20 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზესტასფანი barca_giorgi
ფედერაციაში უნდა მიხვიდეთ და იქ გაარკვევთ მაგ საკითხს.
მწვრტნელობას რაც შეეხება გაიოზ დარსაძე უნდა ნახო. ხოლო აგეტობა უადვილესია, მთავარია ამ უფლებით თავად ფეხბურთელმა აღჭურვოს.
მწვრტნელის დიპლომი როგორ ავიღო იცით ვინმემ?
აუ ეგ მეცმაინტერებს დ აკიდე ის აგენტიოს სტატუსი როგორ მივიღო ლიცენზია??ფეხბურთელის გაენტობის?ჩემ ბიძაშვილს უდნ არო მისი აგენტი ვიყო კაი მოამმვალი აქ და რ აუნდა ვქნა?
)))