საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა როტერდამის გრან-პრი 2 მედლით ჩაამთავრა. სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს, ამირან პაპინაშვილის (60 კგ) მიერ მოპოვებულ ოქროს დღეს ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) ვერცხლი მიამატა.
ფინალამდე ლიპარტელიანმა 4 შეხვედრა მოიგო. ვენესუელელი ხოსე კამაჩო, პოლონელი კრჟიშტოფ ვეგლარზი და ესპანელი დავიდ ალარზა იპონებით დაამარცხა. ნახევარფინალში რუს კირილ ვოპროსოვს იუკოთი აჯობა. ფინალში კი, იაპონელ იუია იოშიდასთან ძირითადი და ოქროს დროები ფრედ დაასრულა და საქმე ჰანტეიმდე მივიდა, სადაც მსაჯებმა მოგებულად იაპონელი გამოაცხადეს.
დღესვე, ტატამზე კიდევ 3 ქართველი გავიდა. ზვიად გოგოჭური (90 კგ) დავით ლორიაშვილი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდნენ და მე-5 ადგილზე გავიდნენ.
ოთარ მაღლაკელიძე







