ძიუდო

15:28 | 17.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანმა კვარცხლბეკი გაინაღდა

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ჰოლანდიური გრან-პრის ნახევარფინალშია. როტერდამში მიმდინარე ტურნირის დასკვნით დღეს მედლები მამაკაცთა ბოლო სამ წონაში თამაშდება და ტატამზე სულ 4 ქართველი გავიდა, მაგრამ კვარცხლბეკზე ასვლა მხოლოდ ერთმა გაინაღდა.
გრან-პრიზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს და ლიპარტელიანს, ყველაზე ცოტა, ბრინჯაო უკვე ხელში აქვს. ხოლო თუ დარჩენილ ორ შეხვედრასაც ისე ჩაატარებს, როგორც წინა სამს, დარბაზში შეკრებილთ საქართველოს ჰიმნსაც მოასმენინებს.
ქართველმა ძიუდოისტმა ვენესუელელი ხოსე კამაჩო, პოლონელი კრჟიშტოფ ვეგლარზი და ესპანელი დავიდ ალარზა იპონ-იპონ ჩამოიცილა და ნახევარფინალში რუს კირილ ვოპროსოვს დაუპირისპირდება. ფინალის მეორე საგზურისთვის სლოვაკი მილან რანდლი და იაპონელი იუია იოშიდა იჭიდავებენ.
დღესვე კიმონო ზვიად გოგოჭურმა (90 კგ) დავით ლორიაშვილმა (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილმაც (+100 კგ) მოირგეს, მაგრამ სამივე მეოთხედფინალში დამარცხდა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდნენ.
ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166136