გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება არ ესმის, რომელთაც მესუთ იოზილი ლონდონის “არსენალში” გაყიდეს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, “მეთოფეებმა” 24 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 42,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.
“ჩემთვის გაუგებარია რატომ გაყიდა “რეალმა” საკუთარი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი. ფეხბურთელთა უმრავლესობა, მათ შორის სამი ხედირა და კრიშტიანუ რონალდუ კლუბის მიერ განხორციელებული ტრანსფერებით უკმაყოფილონი არიან. მესუტი ძალზედ მგრძნობიარე ფეხბურთელია. მას ჭირდება ნდობა კლუბისა და მწვრთნელის მხრიდან. როგორც ჩანს, მადრიდელებისგან მან ეს სრული 100 პროცენტით ვერ მიიღო, “არსენალმა” და არსენ ვენგერმა კი, მის შესაძენად მაქსიმუმი გაიღეს. გარდა მწვრთნელის მხარდაჭერისა, ლონდონში მას ორი თანამემამულეც ეყოლება - ლუკას პოდოლსკი და პერ მერტესაკერი. “არსენალი” ძალიან კარგი გუნდია, რომელიც ტექნიკურად გამართულ, მაღალხარისხობრივ ფეხბურთს თამაშობს” - დაასკვნა ლიოვმა.