ფეხბურთი

17:52 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვმა ხმის მიცემაზე უარი თქვა

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, “ოქროს ბურთის” კანდიდატთა შორის არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა. აღნიშნულ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს.

“ოქროს ბურთის” მაძიებელთა გაფართოებულ შემადგენლობაში გერმანიის ეროვნული ნაკრების 5 წევრი მოხვდა, ლიოვს კი მხოლოდ 3 საუკეთესო ფეხბურთელის დასახელების უფლება ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტის მიერ ხმის მიცემაზე უარის თქმის მიზეზი სწორედ ისაა, რომ მან თავის შეგირდებს შორის არჩევანის გაკეთება არ ისურვა.

0.113494