ფეხბურთი

17:10 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვმა ირლანდიისთვისთვის და შვედეთისთვის შემადგენლობა შეარჩია

გერმანიის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 11 ოქტომბერს შინ ირლანდიის, ხოლო 15 ოქტომბერს სტუმრად შვედეთის ნაკრებებთან ჩასატარებელი მატჩებისთვის, შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა.

გერმანული პრესის ინფორმაციით, ლიოვმა მომავალი მატჩებისთვის შემდეგი ფეხბურთელები მიიწვია:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), რენე ადლერი (“ჰამბურგი”),  რონ-რობერტ ცილერი (“ჰანოვერი”).

მცველები: ჯერომ ბოატენგი, ფილიპ ლამი (ორივე “ბაიერნი”), ბენედიქტ ჰიოვედესი (“შალკე”), მათს ჰუმელსი (“დორტმუნდი”), მარსელ იანსენი (“ჰამბურგი”), პერ მერტეზაკერი (“არსენალი”, ინგლისი).

 ნახევარმცველები: ლარს ბენდერი, სიდნი სემი (ორივე “ბაიერი”), სვენ ბენდერი (“მიონხენგლადბახი”), იულიან დრექსლერი (“შალკე”), მარიო გიოტცე, ტონი კროოსი, თომას მიულერი, ბასტიან შვაინშტაიგერი (ყველა “ბაიერნი”), სამი ხედირა (“რეალი”), მესუტ იოზილი (“არსენალი”, ინგლისი), ანდრე შიურლე (“ჩელსი”, ინგლისი), მარკო როისი (“დორტმუნდი”).

თავდამსხმელი: მაქს კრუზე (“მიონხენგლადბახი”). 

ლიოვმა ნაკრებსი კვლავ არ უხმო “ბაიერის” ფორვარდს შტეფან კისლინგს, რომელიც გასულ სეზონში გატანილი 25 გოლით ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

0.111843