ფეხბურთი

16:40 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვმა გერმანიის ნაკრებში ვაიდენფელერი მიიწვია

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, იტალიისა და ინგლისის ნაკრებებთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის, შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ლიოვის სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), რენე ადლერი (“ჰამბურგი”), რომან ვაიდენფელერი (“დორტმუნდი”).

მცველები: ჟერომ ბოატენგი, ფილიპ ლამი (ორივე “ბაიერნი”), ბენედიქტ ჰიოვედესი (“შალკე”), მათს ჰუმელსი, მარსელ შმელცერი (ორივე “დორტმუნდი”), მარსელ იანსენი, ჰეიკო ვესტერმანი (ორივე “ჰამბურგი”), პერ მერტეზაკერი (“არსენალი”, ინგლისი).

ნახევარმცველები: ლარს ბენდერი, სიდნეი სემი (ორივე “ლევერკუზენი”), სვენ ბენდერი (“დორტმუნდი”), ჯულიან დრექსლერი (“შალკე”), მარიო გიოტცე, ტონი კროოსი, თომას მიულერი (ყველა “ბაიერნი”), სამი ხედირა (“რეალი”, ესპანეთი), მესუთ იოზილი (“არსენალი”, ინგლისი), მარკო როისი (“დორტმუნდი”), ანდრე შიურლე (“ჩელსი”, ინგლისი).

თავდამსხმელები: მიროსლავ კლოზე (“ლაციო”, იტალია), მაქს კრუზე (“დორტმუნდი”).  

აღსანიშნავია, რომ ლიოვმა მომავალი სპარინგებისთვის დორტმუნდის “ბორუსიას” მეკარე რომან ვაიდენფელერი გამოიძახა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გერმანელთა თავკაცმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ამჟამად, ნაკრების პირველ ნომრად ცალსახად მანუელ ნოიერი ითვლება. ვაიდენფელერს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ის “ბორუსიას” შემადგენლობაში, როგორც ბუნდესლიგაში, ასევე, ჩემპიონთა ლიგაში საუცხოოდ თამაშობს. მოუთმენლად ველით, როდის გამოცხადდება ნაკრებში, რომ ერთმანეთი უკეთესად გავიცნოთ”.

გერმანიის ნაკრები 15 ნოემბერს მილანში იტალიელებს შეხვდება, ხოლო 19 ნოემბერს ლონდონში ინგლისელებს დაუპირისპირდება.

0.120102