გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ავსტრიის 3:0 ძლევის შემდეგ განაცხადა, რომ გასულ შეხვედრაში მისი გუნდის მთავარი ამოცანა საკუთარი კარის მშრალად შენახვა იყო.
“ფეხბურთელებმა ჩემი დავალება კარგად შეასრულეს. გავითვალისწინეთ წინა მატჩებში დაშვებული შეცდომები და ავსტრიასთან ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანეთ. მთავარი კი ის იყო, რომ გოლი არ გავუშვით” – უთხრა ლიოვმა გერმანელ ჟურნალისტებს.