გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი, პოლონეთთან გამართული ამხანაგური თამაშის (0:0) შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი დარჩა.
“მხიარული თამაში გამოვიდა. ძალიან ბევრი დებიუტანტი გვყავდა, რომლებმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს.
კარგად ორგანიზებული გუნდი ვიყავით და ისე ვთამაშობდით, როგორც საჭირო იყო. თამაში გოლების გარეშეც კი სანახაობრივი გამოდგა.” – აცხადებს ლიოვი, რომელმაც პოლონეთთან მატჩში ნაკრების 12 დებიუტანტი ათამაშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პოლონეთის რეზერვისტებს მესამე გუნდით ეთამაშა და ორჯერ კარის ხაზიდან გამოიტანა იმათმა ფეხბურთელმა ბურთი! შეგიძლია მიმოხილვას უყურო და შემდეგ იმსჯელეთ!
თამაში ვერ ვნახე, მაგრამ რითია კმაყოფილი პოლონეთის რეზერვისტებთან საკუთარ მოედანზე ნულოვანი ფრით ?! ცოტა გაუგებარია, თუმცა ძირითადი გუნდის შეთამაშებას ველი და "გვარდიოლას" ბავარიის საისტორიო სირცხვილის გადავიწყებას ბუნდესტიმის მიერ ნაჩვენები ფეხბურთითა და შედეგით...
წელსაც თუ ვერ აჩვენა შედეგი გუნდმა ეგ კაცი უნდა გაანთავისუფლონ
აქამდეც გასაგდები იყო,გინდ მსოფლიო მოიგოს მაინც არ მევასება
კმაყოფილი კი არა თავი არ გვაგინებიო წესიერი შემადგენლობა დააყენე და დაუჯერე კაიზერს