ფეხბურთი

1:01 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ლიონის“ ორიდან ორი

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-2 ტურის პირველ მატჩში, „ლიონი“ „სოშოსთან“ სტუმრად აგებდა, მაგრამ რემი გარდის გუნდმა 3 ქულის მოპოვება მაინც მოახერხა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-4 წუთზე, ბუდებუზის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანით გახსნეს. 35-ე წუთზე, „ლიონის“ 18 წლის შემტევმა, იასინ ბენზიამ მიმდინარე გათამაშებაში თავისი პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ათიოდ წუთში, თავი ლაკაზეტმაც გამოიჩინა, რომელიც 3 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა. ცნობისთვის, ლიგა ერთის გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 31 მატჩში ლაკაზეტს სწორედ 3 გოლი ჰქონდა გატანილი. შეხვედრას წერტილი გურკუფმა დაუსვა, რომელმაც მე-2 ტაიმის დასაწყისში გაიტანა.

ეს მოგება „ლიონისთვის“ სეზონის სტარტზე ზედიზედ მე-2 იყო, რომლის წყალობითაც, რემი გარდის გუნდი ერთი დღით ერთპიროვნულად გალიდერდა.

 

სოშო-ლიონი 1:3 (1:2)

მონბელიარი, “ოგუსტ ბონალი

გუნდი (4-4-2): პუპლინი, კორშია, პეიბერნე, კანტე, ფოსურიე, ბუდებუზი, ეკმაიერი (დუბაი 48), კარლაო, კონტუ, ბაკამბუ, პრივა (ბუტინი 62/რუდე 73).

მწვრთნელი: ერიკ ელი.

გუნდი (4-2-3-1): ა. ლოპესი, მ. ლოპესი, ბისევაცი, ფოფანა, ბედიმო, გონალონი, მალბრანკი, ბენზია (ბალული 69), გრენიე (ფერი 79), გურკუფი, ლაკაზეტი.

მწვრთნელი: რემი გარდი.

გოლები: 1:0 ბუდებუზი (4), 1:1 ბენზია (35), 1:2 ლაკაზეტი (44), 1:3 გურკუფი (49).

გაფრთხილებები: კარლაო 1, კორშია 4, კონტუ 90+1 - ლაკაზეტი 39.

მსაჯი: სედ ენჟიმი.

ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 11 (7)-16 (7), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 2-0, სეივი: 4-6, ჯარიმა: 14-19.

თეგებილიონისოშო
0.11374