ფეხბურთი

17:18 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი წელს ვეღარ ითამაშებს

ლიონელ მესის მიერ “ბეტისთან” მიღებული ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ტატა მარტინო ვარაუდობდა. არგენტინელ თავდამსხმელს მიმდინარე წლის დარჩენილი თამაშების გამოტოვება მოუწევს.

“ბეტისთან” გამართული თამაშის პირველ ნახევარში, ლეო მესიმ ფეხში ტკივილი იგრძნო და მან მოედანი დატოვა. დღეს დილით ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ არგენტინელს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული, რის გამოც ის ფეხბურთის თამაშს 6-8 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

“ბარსას”, 2013 წელს, ლა ლიგაში 4, ხოლო ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე 2-2 თამაში აქვს ჩასატარებელი. მესი ყველა ამ შეხვედრას გამოტოვებს. ჯერ კიდევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, ვერც 2014 წლის პირველ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

“ბეტისთან” გამართულ შეხვედრაში ტრავმა “ბარსელონას” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო, მაგრამ სესკ ფაბრეგასის შემთხვევაში დაზიანება სერიოზული არ გამოდგა. 26 წლის ფეხბურთელი ერთ კვირას გამოტოვებს და ის კლუბის მომდენო მატჩისთვის მზად იქნება. ფაბრეგასი ვერ დაეხმარება ნაკრებს, რომლის განაცხადშიც, მის ნაცვლად, მარკ ბარტრა მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114954