ფეხბურთი

1:06 | 16.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ლილს“ პირველი 3 ქულა მსაჯმა მოუტანა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-2 ტური „ლილის“ მოგებით გაიხსნა. რენე ჟირარის გუნდმა „კანს“ სტუმრად სძლია და 4 ქულით, გათამაშების ცხრილს ერთი დღით სათავეში ჩაუდგა.

თამაშის ბედი მსაჯის უხეშმა შეცდომამ გადაწყვიტა. 67-ე წუთზე, აპიამ ორიჟის ბურთი სუფთად აართვა, მაგრამ არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და „კანის“ მარჯვენა მცველს წითელი ბარათი უჩვენა. პენალტი გოლად „ლივერპულიდან“ „ლილში“ განათხოვრებულმა ორიჟიმ აქცია და გუნდს 3 ქულა მოუტანა.

 

კანი-ლილი 0:1 (0:0)

ლე მანი, “სტად ლე მანი

კანი (4-1-4-1): ვერკუტრი, აპია, და სილვა, პიერი, იმორუ (კალვე 34), ადეოტი, რასპენტინო, ფერე, კანტი, ნანგისი (სეუბე 71), დუამელი (კოიტა 50).

მწვრთნელი: პატრის გარანდი.

ლილი (4-1-3-2): ენიეამა, კორშია, კიაერი, ბაზა, ბერია, მავუბა, ბალმონი, მარტინი (ლოპესი 46), გეიე, ორიჟი (დელაპლასი 88), კალუ (მენდესი 61).

მწვრთნელი: რენე ჟირარი.

გოლი: 0:1 ორიჟი (69, პენ).

გაფრთხილებები: კანტი 3, ადეოტი 75 - ბალმონი 2, ლოპესი 73.

გაძევება: აპია 67.

მსაჯი: სებასტიან დეზიაჟი.

ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 9 (3)-6 (1), კუთხური: 3-9, თამაშგარე: 0-1, სეივი: 0-3, ჯარიმა: 10-4.

0.111723