ფეხბურთი

21:53 | 27.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლილმა” კორშია დაიმატა

“სოშოს” 23 წლის მარჯვენა მცველი სებასტიან კორშია კარიერას “ლილში” განაგრძობს.

“ლილის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.

კორშია “სოშოში” 2011 წლიდან თამაშობდა. ამ გუნდის მაისურით მან 42 თამაში ჩაატარა. 23 წლის ფეხბურთელს “ლილში” გადასვლა ზამთარშიც შეეძლო, მაგრამ მაშინ მხარეები ყველა დეტალზე ვერ შეთანხმდნენ.

0.114009