„ლილმა“, რომელსაც არცთუ დიდი ხნის წინათ 11-მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდა, წაგებებს უხშირა. 21-ე ტურში, რენე ჟირარის გუნდი „სენტ ეტიენთან“ დამარცხდა, რომელმაც „ლილთან“ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.
„ჟოფრუა გიშარზე“ გამართული უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში, 55-ე წუთზე, ბრანდაომ გახსნა, რომელმაც გულამის გადაცემას ზუსტი თავური მოაყოლა. ექვს წუთში, ტაბანუმ ამუმას დარტყმულს დაამატა და „სენტ ეტიენმა“ ბოლო 5 თამაშიდან მე-4 მოიგო, ხოლო „ლილი“ უქულოდ ზედიზედ მე-2 მატჩში დარჩა.
სენტ ეტიენი-ლილი 2:0 (0:0)
სენტ ეტიენი, “ჟოფრუა გიშარი” 26887
სენტ ეტიენი (4-2-3-1): რუფიე, ბრიზონი, სალი, პერინი, გულამი, ლემუანი (ზუმა 89), კლემენი, ამუმა, კოადე, ტაბანუ, ბრანდაო (ერდინგი 87).
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
ლილი (4-3-3): ენიეამა, სიდიბე, კიაერი, როზენალი, სუარე, ბალმონი, მავუბა, გუეიე, რუ (მენდესი 82), როდელინი (ორიჟი 76), კალუ (დელაპლასი 69).
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
გოლები: 1:0 ბრანდაო (55), 3:0 ტაბანუ (61).
გაფრთხილებები: სალი 53 - სუარე 89.
გაძევება: ბალმონი 62.
მსაჯი: ბენუა ბასტიენი.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 12 (5)-12 (3), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 3-3, სეივი: 3-3, ჯარიმა: 16-16.