ფეხბურთი

2:17 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ლილი“ და „პორტუ“ ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებენ

ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში დღეს გასამართი მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს „ლილისა“ და „პორტუს“ დაპირისპირება იწვევს.

საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში მე-3 ადგილზე გასულ „ლილს“ ევროტურნირებზე საკუთარ კედლებში გამართულ ბოლო 4 თამაშში მოგება არ აქვს. თავის მხრივ, პორტუგალიის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს ევროტურნირებზე სტუმრად ჩატარებულ უკანასკნელ 5 მატჩში არ მოუგია.

„ლილს“ ტრავმირებული მარვინ მარტინი არ ეყოლება, ხოლო „პორტუს“ რიგებში კითხვის ნიშნის ქვეშ ალექს სანდროს თამაში დგას.

ლიეჟში ერთმანეთს ბელგიური „სტანდარდი“ და რუსული „ზენიტი“ დაუპირისპირდებიან. თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაშის შანსი ჰქონდა სანკტ პეტერბურგელთა ნახევარმცველს, აქსელ ვიტსელს, მაგრამ დღეს ის მოედანზე ვერ იქნება. ამის მიზეზი დისკვალიფიკაციაა.

გათამაშებას შემორჩენილ გუნდთაგან, უეფა-ს კოეფიციენტების გათვალისწინებით, ყველაზე სუსტი გუნდი „ოლბორგია“. დანიელები, რომლებსაც ევროტურნირზე საკუთარ კედლებში ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში გოლი არ აქვთ გატანილი, კვიპროსულ აპოელ-ს უმასპინძლებენ.

 

ოლბორგი-აპოელ

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

 

სლოვანი-ბატე

მსაჯი: ოლეგარიო ბენკუერენსა (პორტუგალია)

 

სტანდარდი-ზენიტი

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

 

ლილი-პორტუ

სავარაუდო შემადგენლობები

ლილი (4-3-3): ენიეამა, სუარე, კიაერი, ბაზა, ბერია, ბალმონი, მავუბა, გეიე, კორშია, კალუ, ორიჟი.

პორტუ (4-3-3): ფაბიანო, დანილო, მაიკონი, ინდი, სანდრო, ნევესი, ოლივერი, ერერა, კუარეჟმა, მარტინესი, ბრაიმი.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

 

მარიბორი-სელტიკი

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

0.115456