საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურმა იმ სამ კითხვას გასცა პასუხი, რომელიც აქამდე დარჩენილი იყო. ლიგა ერთის 38-ე ტურში გაირკვა, რომ „ლილი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, „ლიონი“ ძალებს ევროპის ლიგაზე მოსინჯავს, ხოლო „სოშო“ ქვედა ლიგაში დაქვეითდება.
ბოლო ტურის წინ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი „ლილსა“ და „სენტ ეტიენს“ ჰქონდათ. „მწვანეებმა“ ბოლოადგილოსანი „აიაჩო“ იოლად კი დაამარცხეს, მაგრამ ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, 3 ქულის მოპოვება არც „ლილს“ გასჭირვებია. შედეგად, რენე ჟირარის გუნდმა მე-3 ადგილი შეინარჩუნა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
ევროპის ლიგისთვის იბრძოდნენ „ლიონი“ და „მარსელი“. უკეთეს მდგომარეობაში რემი გარდის გუნდი იყო, რადგან მოგება ევროტურნირის საგზურს უნაღდებდა. „ლიონმა“ ლიგა ერთში დარჩენისთვის მებრძოლი „ნიცა“ სტუმრად დაამარცხა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.
ლიგა ორში გავარდნილი 2 გუნდი აქამდეც ცნობილი იყო. მე-18 ადგილისთვის თავის არიდებას რამდენიმე გუნდი ცდილობდა. ამ პოზიციაზე მყოფი „სოშო“ უშუალო კონკურენტ „ევიანს“ მასპინძლობდა და მოგების შემთხვევაში უმაღლესში ადგილს შეინარჩუნებდა, მაგრამ ერვ რენარის შეგირდებმა 3 უპასუხო ბურთი გაუშვეს და სხვა კონკურენტების თამაშებში დაფიქსირებულ შედეგებს აზრი დაუკარგეს. არადა, ბოლო ტურში „ნიცამაც“ წააგო, „გენგამმაც“ და „მონპელიემაც“.
სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა ჩემპიონმა „პარი სენ ჟერმენმა“, რომელმაც „მონპელიეს“ 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. ორთვიანი შესვენების შემდეგ თავის გამოჩენა მოახერხა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც ტრავმა ცოტა ხნის წინათ მოირჩინა.
ბასტია-ნანტი 0:0
ფურიანი, “არმან სეზარი” 14994
ბასტია (4-2-3-1): ლანდრო, დიაკიტე (საბლი 46), სკილაჩი, მოდესტო, პალმიერი, კაუზაკი, რომარიკი (კრასიჩი 31), იატაბარე, ილანი (სისე 72), რასპენტინო, ბრუნო.
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.
ნანტი (4-3-3): რიუ, ნდონგალა, დო, ვისკარონდო, სისოკო, ბანგურა (შეხტერი 88), გომისი, ბესა (ნიკოლიტა 70), არისტეგიეტა, ტურე, გაკპე (ნკუდუ 80).
მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.
მსაჯი: ვილფრიდ ბიენი.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 7 (4)-9 (2), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 4-0, სეივი: 2-4, ჯარიმა: 10-12.
ლორიანი-ლილი 1:4 (1:1)
ლორიანი, “მუსტუა” 16593
ლორიანი (4-4-2): ოდარი, გასამა (ბაკა 62), ეკუელ მანგა, ლოტოა (დუკურე 37), გერეირო, ტრაორე, ბურილონი, კუტადო, პელე (რობერი 88), აბუბაკარი, ალიადიერი.
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
ლილი (4-1-3-2): ენიეამა, სუარე (სიდიბე 79), ბაზა, კიაერი, ბერია, მავუბა, ბალმონი (ორიჟი 78), გეიე, დელაპლასი, რუ (როზენალი 85), კალუ.
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
გოლები: 1:0 ალიადიერი (22), 1:1 კალუ (32), 1:2 რუ (52), 1:3 კალუ (65), 1:4 ბურილონი (90+2, ს.კ.).
გაფრთხილებები: ეკუელ მანგა 4, ოდარი 38 - კალუ 45+1.
მსაჯი: ნიკოლა რეინვილი.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 11 (5)-14 (6), კუთხური: 3-2, თამაშგარე: 4-3, სეივი: 2-4, ჯარიმა: 12-5.
მარსელი-გენგამი 1:0 (0:0)
მარსელი, “ველოდრომი” 37904
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა (სამბა 23), ჯეჯე, დიავარა, ნ’კულუ, მორელი, რომაო, შეირუ, ტოვინი (პაიე 74), ვალბუენა (იმბულა ვანგა 80), ა. აიუ, ჟინიაკი.
მწვრთნელი: ჟოზე ანიგო.
გენგამი (4-4-2): სამასა, ლევეკი, სორბონი, კერბრა, მარტინსი, ლანგილი (ბეგუ 77), სანკარე (დოს სანტოსი 58), ჟირესი, ბოვუ, იატაბარე, მანდანი (დემბელე 65).
მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი.
გოლი: 1:0 ა. აიუ (51).
გაფრთხილება: სანკარე 54.
მსაჯი: ალბერ დელერუ.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 21 (5)-10 (1), კუთხური: 13-5, თამაშგარე: 4-2, სეივი: 1-4, ჯარიმა: 10-9.
მონაკო-ბორდო 1:1 (0:1)
მონაკო, “ლუი II”
მონაკო (4-4-2): რომა (რომერო 44), რაგი (ვოლფი 61), კარვალიო, აბდენუ, ეშიეჟილე, დირარი (ოკამპოსი 69), პი, ობადი, ფერეირა, ბერბატოვი, ჟერმენი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
ფრანსის ჟილო (4-2-3-1): კარასო, ორბანი, ნ’გემო, პლანუსი, მარიანო, კააბუნი (პუნჯე 70), სერტიჩი, მორის-ბელე, ტრაორე, ფობერი, ოარო (ტურე 70).
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
გოლები: 0:1 ოარო (15), 1:1 ოკამპოსი (69).
გაფრთხილება: ბერბატოვი 30.
მსაჯი: ტონი შაპრონი.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 15 (4)-11 (4), კუთხური: 9-10, თამაშგარე: 3-4, სეივი: 3-3, ჯარიმა: 12-5.
ნიცა-ლიონი 0:1 (0:1)
ნიცა, “ალიანც რივიერა”
ნიცა (4-2-3-1): ჰასენი, პუელი, ჟენევუა, კოლოძიეშაკი, ამავი, მენდი, აბრიელი (მოპეი 74), პიე (ბრუინსი 74), ეისერიკი (ბრულსი 60), ბოტეკი, სვიტანიჩი.
მწვრთნელი: კლოდ პუელი.
ლიონი (4-1-3-2): ლოპესი, ბედიმო, უმტიტი, კონე, ზეფანი, გონალონი, მვუემბა, გრენიე (ფექირი 81), მალბრანკი, ლაკაზეტი (ბრიანი 57), გომისი.
მწვრთნელი: რემი გარდი.
გოლი: 0:1 კონე (5).
გაფრთხილებები: ბრუინსი 90+2, კოლოძიეშაკი 90+4 - გომისი 27, უმტიტი 49, მვუემბა 73.
მსაჯი: სედ ენჟიმი.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 14 (5)-10 (5), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 2-3, სეივი: 4-5, ჯარიმა: 11-24.
პსჟ-მონპელიე 4:0 (2:0)
პარიზი, “პარკ დე პრენსი” 46206
პსჟ (4-3-3): დუშე, ჟალე, ალექსი, მარკინიოსი, დინე, რაბიო, მოტა (მატუიდი 62), პასტორე, ლავესი (კომანი 63), იბრაჰიმოვიჩი (მენეზი 62), ლუკასი.
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
მონპელიე (4-3-3): ჟურდრენი, ტიენე, კონგრი, ილტონი, ბოკალი (ჟებუ 46), მარტინი, სტამბული, საიჰი (მუნიე 46), კაბელა, ნიანგი, სანსონი (მარვო 75).
მწვრთნელი: როლან კურბისი.
გოლები: 1:0 ლავესი (2), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (20), 3:0 ლუკასი (49), 4:0 რაბიო (88).
გაფრთხილება: ილტონი 36.
მსაჯი: ლორან დუამელი.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 17 (11)-12 (0), კუთხური: 2-8, თამაშგარე: 2-0, სეივი: 0-7, ჯარიმა: 12-6.
რეიმსი-რენი 1:3 (0:1)
რეიმსი, “ოგუსტ დელონ II” 15053
რეიმსი (4-3-3): აგასა, მანდი, კონტი, ტაკალფრედი, სინიორინო, დევო, კრიშოვიაკი, ონიანჟი (კურტე 72), ატარი (ფორტე 63), შაბრონიე (აიტე 84), დიეგო.
მწვრთნელი: უბერ ფურნიე.
რენი (4-3-3): კოსტილი, მორეირა, არმანი, უტანჯო, დანზე, დუკურე, პაჟო, კონდრასენი, კადირი (გროსიცკი 75), ტოივონენი (ოლივეირა 83), ნ’ტეპი (ფერე 62).
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.
გოლები: 0:1 დუკურე (34), 0:2 ტოივონენი (53), 0:3 ნ’ტეპი (59), 1:3 დიეგო (82).
გაფრთხილება: პაჟო 36.
მსაჯი: სტეფან ჟოშემი.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 17 (5)-14 (4), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 4-3, სეივი: 1-4, ჯარიმა: 9-5.
სენტ ეტიენი-აიაჩო 3:1 (2:0)
სენტ ეტიენი, “ჟოფრუა გიშარი” 37201
სენტ ეტიენი (4-2-3-1): რუფიე, ზუმა, სალი, პერინი, ბრიზონი (პოგბა 74), ლემუანი, კლემენი, გრადელი, კონე (ბრანდაო 84), ტაბანუ (კოადე 64), ერდინგი.
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
აიაჩო (4-2-3-1): ოჩოა, ლეკა, ფატი, პეროცო, ენგბარი, გონსალვესი (ტონუჩი 59), მოსტეფა, დიარა, პედრეტი (ბარაჯი 70), ლასნე, ტალო.
მწვრთნელი: კრისტიან ბრაკონი.
გოლები: 1:0 პერინი (19), 2:0 ერდინგი (35), 3:0 პერინი (77), 3:1 ბარაჯი (90+1).
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: გრადელი 82.
მსაჯი: სტეფან ლენუა.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 14 (8)-8 (3), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 2-5, ჯარიმა: 12-19.
სოშო-ევიანი 0:3 (0:2)
მონბელიარი, “ოგუსტ ბონალი” 19905
სოშო (4-2-3-1): პელე, ფოსურიე, სუნზუ, კანტი, მარანჟი, სინკალა, პრჩიჩი (ბაკამბუ 46/მაიუკა 69), კორშია (ბუკარი 66), რუდე, კონტუ, ჯ. აიუ.
მწვრთნელი: ერვ რენარი.
ევიანი (4-2-3-1): ჰანსენი, მენსა, კომბონი, ანგულა, აბდალა, სორლინი, ტიე ბი (კონე 70), ბენეზე, ვასი (ბოკარა 78), სუგუ, ბერიგო (რუბენი 82).
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
გოლები: 0:1 ვასი (9), 0:2 ანგულა (42), 0:3 ვასი (72).
გაფრთხილებები: პრჩიჩი 4, სუნზუ 26 - ტიე ბი 3.
მსაჯი: კლემენ ტურპინი.
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 15 (4)-9 (4), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-4, ჯარიმა: 8-20.
ტულუზა-ვალანსიენი 3:1 (2:0)
ტულუზა, “მუნისიპალი” 20183
ტულუზა (3-2-3-2): ბუშე, ვესკოვაცი, ძებინა, იაგო, დიდო (ფურმანი 73), სირეიქსი, ორიე, შანტომი, ნინკოვი (სილა 70), ბრეითუაითი (რომანი 80), ბენ იედერი.
მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.
ვალანსიენი (4-4-2): პენეტო, სისი, კაგელმახერი, როზი, მატე (ლალა 46), და სილვა, მასუაკუ, მეჯანი (დუმბია 82), დუკურტიო, ლე ტალეკი, მელიკსონი (პუჟოლი 75).
მწვრთნელი: არიელ ჟაკობსი.
გოლები: 1:0 ბენ იედერი (30), 2:0 ბენ იედერი (45, პენ), 2:1 ლე ტალეკი (87), 3:1 ბენ იედერი (90).
გაფრთხილებები: იაგო 8 - მატე 34, დუკურტიო 42.
მსაჯი: ალექსანდრ კასტრო.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 10 (4)-10 (5), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 2-0, სეივი: 4-1, ჯარიმა: 9-11.