უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს, სადაც ერთმანეთს მიუნხენის “ბაიერნი” და “დორტმუნდი” დაუპირისპირდებიან, იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. უეფას ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მთავარი არბიტრი 41 წლის ნიკოლა რიცოლი იქნება.
გვერდითი არბიტრის ფუნქციებს რენატო ფავერანი და ანდრეა სტეფანი შეასრულებენ, კარს უკან კი, ჯანლუკა როკი და პაოლო ტალიავენტო განლაგდებიან. სათადარიგო არბიტრი დამირ სკომინა იქნება.
ცნობისათვის, რიცოლის სამსაჯო კარიერაში ჩემპიონთა ლიგის 26 მატჩია.
შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 25 მაისს, “უემბლიზე” ჩატარდება.