წყალბურთში LEN trophy-ს მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოასპარეზე თბილისის “ლიგამუსმა” მერვედფინალის საგზური ვერ მოიპოვა, თუმცა, უძლიერეს მეტოქეებთან ჭიდილში ერთი მატჩის მოგება მაინც მოახერხა.
ჩერნოგორიის ქალაქ კოტორში, ქართველი წყალბურთელები საწყის მატჩში ტურნირის მოქმედ ჩემპიონ – მასპინძელ “კატაროს” გადაეყარნენ და ორი მეოთხედის შემდეგ მხოლოდ ერთი ბურთით აგებდნენ, საბოლოოდ კი 7:13 დამარცხდნენ.
გაცილებით უიმედოდ წარიმართა ბერძნულ “პანიონიოსთან” დაპირისპირება, რომელმაც მოგვიანებით ფავორიტაც მიჩნეული “კატაროც” კი გაანადგურა და E ჯგუფის გამარჯვებულიც სამართლიანად გახდა. ცნობისთვის, ათენელებმა “ლიგამუსს” 16:6 სძლიეს, კოტორელებს კი ერთით მეტი ბურთი გაუტანეს.
დასკვნით მატჩში ქართული კლუბი სტამბულის “იუზმეს” გადაეყარა, რომელსაც მანამდე “კატაროსთან” ყაიმის (8:8) დაფიქსირება მოეხერხებინა, “ლიგამუსის” წინააღმდეგ კი თავიდანვე მდევრის როლში აღმოჩნდა. ბოლო მეოთხედის წინ ქართველები 10:6-ს იგებდნენ და მართალია, დასკვნით წუთებში მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდნენ, უპირატესობის შენარჩუნება მაინც მოახერხეს – 11:10.
“ლიგამუსის” რიგებში ყველაზე შედეგიანად რევაზ ჩომახიძე და ზურაბ რურუა გაისარჯნენ, რომელთაც მეტოქეთა კარი 6-6-ჯერ დალაშქრეს, LEN trophy-ს 2010 წლის გათამაშების მერვედფინალში კი “პანიონიოსმა” და “კატარომ” გააღწიეს.
პირველი ტური
“პანიონიოსი” (საბერძნეთი) – “იუზმე” (თურქეთი) 15:4
”კატარო” (ჩერნოგორია) – ”ლიგამუსი” (საქართველო) 13:7 (4:1, 2:4, 4:0, 3:2)
”ლიგამუსი”: ჭუმბურიძე, კენკაძე, კოტარია, პოპოვიჩი, კორდიჩი, ხვედელიანი (1), ჩომახიძე (2), ბაღათურია (2), რურუა (2), გეგელაშვილი, ნიკოლეიშვილი, ქავთარაძე, სტრუიჩი.
”კატარო” – ”იუზმე” 8:8
”პანიონიოსი” – ”ლიგამუსი” 16:6 (5:1, 5:2, 2:2, 4:1)
”ლიგამუსი”: ჭუმბურიძე, კენკაძე, კოტარია, პოპოვიჩი (1), ხვედელიანი, ჩომახიძე (2), ბაღათურია (1), რურუა (1), გეგელაშვილი (1), ნიკოლეიშვილი, ქავთარაძე, სტრუიჩი.
”ლიგამუსი” – ”იუზმე” 11:10 (4:2, 3:1, 3:3, 1:4)
”ლიგამუსი”: ჭუმბურიძე, კენკაძე, კოტარია, პოპოვიჩი, კორდიჩი (2), ხვედელიანი (1), ჩომახიძე (2), ბაღათურია (1), რურუა (3), გეგელაშვილი (1), ნიკოლეიშვილი (1), ქავთარაძე, სტრუიჩი.
”კატარო” – ”პანიონიოსი” 6:17
1. ”პანიონიოსი” 3 3 0 0 48:16 9
2. ”კატარო” 3 1 1 1 27:32 4
3. ”ლიგამუსი” 3 1 0 2 24:39 3
4. ”იუზმე” 3 0 1 2 22:34 1







