სხვა

21:08 | 21.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

“ლიგამუსი” გაჩემპიონდა, “ივერიამ” ფრითაც იხეირა

თბილისის “ლიგამუსმა” ფინალური სერიის მეორე შეხვედრაშიც იმარჯვა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საქართველოს ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, დღეს “თბილისს” 14:11 სძლია. ყველაზე შედეგიანები “ლიგამუსიდან” პოპოვიჩი და გეგელაშვილი იყვნენ, რომელთაც სამ-სამჯერ აიღეს მეტოქის კარი. კორდიჩმა, გადაბაძემ, რურუამ და ნიკოლეიშვილმა კი, ორ-ორი გოლი გაიტანეს. “თბილისის” წევრთაგან, სამი გოლით პაიჭაძე გამოირჩა. ბაღათურიამ, ქავთარაძემ და ჩერქეზიშვილმა დუბლი შეასრულეს, ხოლო ყავლაშვილმა და გოგავამ თითოჯერ გამოიჩინეს თავი.
დამატებითი მატჩის ჩატარება არც მესამე ადგილისთვის მებრძოლთა შორის გახდა საჭირო, თუმც ფინალისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, გაცილებით დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. “ივერიასა” და “ზვიგენების” დაპირისპირება 10:10 დასრულდა, ფრე კი ხელს გუშინდელი თამაშის მომგებ “ივერიას” აძლევდა.

“წლეულს პირველად, ქართული წყალბურთის ისტორიაში, საქართველოს ჩემპიონატი ტურებად ჩავატარეთ. შედეგით კმაყოფილი დავრჩი. აშკარად გამოჩნდა, რომ გუნდები შარშანდელთან შედარებით უკეთესად გამოიყურებოდნენ. “ლიგამუსმა” ჩემპიონ “თბილისს” მოუგო და ტიტული ჩამოართვა – განაცხადა საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა სანდრო ბითაძემ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090103