ბრაიან მაკდერმოტი “ლიდსის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს. კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად უარყო ახლახან გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს სპეციალისტის დათხოვნა უკვე გადაწყვეტილი ამბავი იყო.
“კონტრაქტის გაწყვეტაზე არც კი გვიფიქრია. ვიმედოვნებთ, ბრაიან მაკდერმოტი “ლიდსში” დარჩება და გუნდის წინსვლაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს” – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ბრიტანულმა გამოცემებმა გაავრცელეს.