ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონშიფში მოთამაშე “ლიდს იუნაიტედის” მესაკუთრე კომპანია Gulf Finance House კლუბს შეძენიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ კვლავ ყიდის.
ბაჰრეინულმა კომპანიამ “ლიდს იუნაიტედი” გასული წლის დეკემბერში 22 მილიონ ფუნტად იყიდა. The Guardian-ის ცნობით, აზიელები მზად არიან კლუბი დათმონ, ოღონდ ისინი “ლიდსს” 32 მილიონად აფასებენ. ფასის მატების მიზეზი ისაა, რომ 3 თვის წინათ, “ლიდის” ყოფილმა მესაკუთრემ, კენ ბეიტსმა კლუბი დაჩქარებული წესით გაყიდა და მას რეალურზე დაბალ ფასზე დათანხმება მოუხდა. ვინაიდან Gulf Finance House-ს წარმომადგენლები არსად ჩქარობენ, მათ კლუბის რეალურ ფასად გაყიდვა სურთ.