2014 წლის ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე 2 ტურის თავზე 28 მონაწილე დაწინაურდა, რომელთა შორის 17 ქართველი მოჭადრაკიდან არცერთი იმყოფება.
იმ ქართველებიდან, რომელთაც პირველ ტურში გამარჯვება იზეიმეს, ყაიმის გაფორმება ბაადურ ჯობავამ (2716), ლუკა პაიჭაძემ (2529) და ლევან ფანცულაიამ (2606) შესძლეს, ნანა ძაგნიძემ (2546), გაიოზ ნიგალიძემ (2527) და მერი არაბიძემ (2388) კი მარცხი განიცადეს.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი 150 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 20 000 ევროს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 16 000-ს, ხოლო მესამეადგილოსანი – 14 000-ს.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება. 90 წთ/40 სვლაზე + 30 წთ. პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან. ყაიმზე შეთანხმება აკრძალულია მეორმოცე სვლამდე.
ტურნირში 27 ქვეყნის 258 მოჭადრაკე ასპარეზობს. ევროპირველობის რეიტინგ-სიას ფრანგი ეტიენ ბაკრო (2739) ლიდერობს, ხოლო ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა მეექვსე ნომრადაა განთესილი.
ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში. 3-14 მარტი. ერევანი (სომხეთი). მე-2 ტური
ვიორელ იორდანესკუ (რუმინეთი, 2583) – ბაადურ ჯობავა (2716) 0.5:0.5
ივან ჩეპარინოვი (ბულგარეთი, 2681) – ნანა ძაგნიძე (2546) 1:0
სერგეი ჟიგალკო (ბელარუსი, 2671) – ლუკა პაიჭაძე (2529) 0.5:0.5
ალეკსანდრ შიმანოვი (რუსეთი, 2649) – გაიოზ ნიგალიძე (2527) 1:0
კირილ ალექსეენკო (რუსეთი, 2461) – ლევან ფანცულაია (2606) 0.5:0.5
ივან ლოპეს სალგადო (ესპანეთი, 2605) – მერი არაბიძე (2388) 1:0
გიორგი ბაღათუროვი (2408) – ანდრეი ვოლოკიტინი (უკრაინა, 2674) 0.5:0.5
ვადიმ ზვიაგინცევი (რუსეთი, 2653) – ალექსანდრე ყაშაშვილი (2378) 1:0
გიორგი სიბაშვილი (2239) – ავეტიკ გრიგორიანი (სომხეთი, 2583) 0.5:0.5
სარგის მანუკიანი (სომხეთი, 2123) – გიგა ყუფარაძე (2507) 0.5:0.5
სალომე მელია (2453) – გეორგი პოღოსიანი (რუსეთი, 2234) 1:0
ტიგრან პეტროსიანი (სომხეთი, 2425) – ნოე თუთისანი (2137) 1:0
ალეკსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი, 2424) – ნიკა ღვამბერია (2133) 1:0
ნატო იმნაძე (2100) – მაქსიმილიან ბერჩტენბრეიტერი (გერმანია, 2421) 0:1
ივერი ჭიღლაძე (2365) – იორგენ ჰენსელერი (ჰოლანდია, 2075) 1:0
ირაკლი ბერაძე (2364) – არუტიუნ ბარსეგიანი (სომხეთი, 2067) 1:0
ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) – მატიას კუენი (გერმანია, 1957) 1:0
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს და კოუტინიო ორი ჩო*ლარი
ესეც ლიგის მოსაგებად რო წავიდა ლივერპულიდან კოუტინიოს მსგავსად საყეეთი