სხვა

20:43 | 28.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა სამეული უცვლელია

გრძელდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ვაჟ ხელბურთელთა შორის, რომელიც გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის დარბაზში მიმიდინარეობს.
ჩემპიონატის პირველი წრის  ბოლოსწინა დღე, გასული დღეების დარად, საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. “ქუთაისი” - თსუ-ს ბრძოლა ამ უკანასკნელის დამარცხებით, 36:44 დასრულდა (თუმცა უნდა ითქვას, რომ თსუ ახლადშექმნილი გუნდია და უკვე სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციას იკავებს), რაც შეეხება “ბათუმისა” და “სსაუ-თბილისის” შეხვედრას, აქ შავიზღვისპირელებმა კვლავ დამარცხება განიცადეს 32:46, ხოლო “გორი” – “ქარიშხალას” დუელი 29-43 დასრულდა “ქარიშხალას” გამარჯვებით.
პირველი წრე ხვალ მთავრდება და ერთმანეთს თსუ - “გორი”, “ბათუმი” – “ქარიშხალა” და “სსაუ-თბილისი” შეხვდებიან, ხოლო ჩემპიონატის მეორე ეტაპი 14-19 ნოემბერს განახლდება.
სატურნირო მდგომარეობა:

1. სსაუ-თბილისი  0   176-124   8
2. ქარიშხალა 4 3 1 0 154-138 6
3. ქუთაისი 4 3 1 0 151-138 6
4. თსუ   4 1 3 0 147-156 2
5. ბათუმი   4 1 3 0 132-137 2
6. გორი  4 0 4 0 122-190 0

მაკა თოიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08939