ჭადრაკი

13:41 | 12.09.2013 | ნანახია 1218 - ჯერ

ლიდერთა რიცხვი ცხრამდე შემცირდა

“ღია”  ტურნირში  მესამე ტურის შემდეგ  ლიდერთა რიცხვი 30-დან 9-მდე შემცირდა და მათ შორის სამი სუსტი სქესის წარმომადგენელია: ნინო ხურციძე, მაკა ფურცელძე და მაია ლომინეიშვილი.

ლიდერთა შორისაა გაგა ბერაძეც, რომელმაც გამოცდილი დავით მაღალაშვილი დაამარცხა.

ყველაზე პატარებში (8-წლამდე)  ქულათა მაქსიმუმით ლიდერობას განაგრძობენ:  ლილე გუმბერიძე, დიანა ლომაია,  სალომე ბეიტრიშვილი და   ანა მაჭარაშვილი. გოგონებისგან განსხვაებით ამავე ასაკის ბიჭუნებს მხოლოდ ერთი მონაწილე  რობერტ მურადიანი შემორჩათ დანაკარგის გარეშე.

10-წლამდე გოგონებში 3 ქულით ერთპიროვნულად  დაწინაურდა თამარ ესაძე,ხოლო ბიჭებში სადიგ მამადოვი და რაფი გაზარიანი.

ყველაზე უფროს ასაკობრივ კატეგორიაში ელენე კოსტავამ იგდო ხელთ ლიდერობა, ბიჭებში კი ნიკოლოზ პეტრიაშვილი დაწინაურდა ასევე მაქსიმალური შედეგით.

 საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

 


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:31 | 12.09.2013
gudu1985 (523)

ukleba (1325)
ეს მხოლოდ იმის შედეგია რომ ტურნირს სოლიდურობა აკლია,ანუ "პეწი" აკლია.რომ ჩაეტარებინათ მანდილოსნებისთვის ცალკე და მოეწვიათ უცხოელი ქალბატონები მაღალი რეიტინგით,მამაკაცებს შორის გვეხილა ჯობავა,მჭედლიშვილი,შანავა და კიდევ სხვა ქართველი ოსტატები და დიდოსტატები , სხვა ელფერი ექნებოდა.მარა ეს ყველაფერი სუსტი მენეჯმენტის ბრალია,რომელზეც სათანადოდ არავინ იზრუნა ალბათ

14:14 | 14.09.2013
zirzikichi (2952)

მართალია

17:06 | 12.09.2013
ukleba (17336)

რა სტატიააა ავტორ გეჩქარებოდა სადმე?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.118744