ჩოგბურთი

18:42 | 5.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლიბანში მოგების გარეშე

ლიბანის ქალაქ ჟუნიეში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირი ქართველი ჩოგბურთელების გარეშე გაგრძელდება. მე-7 ნომრად განთესილი ანა ტატიშვილი ჩეხ პეტრა ჩეტკოვსკასთან 4:6, 6:3, 3:6 დამარცხდა, ხოლო მე-8 რეიტინგის მქონე ოქსანა კალაშნიკოვამ სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩთან 6:1, 2:6, 3:6 წააგო.
ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია, სოფო ქვაცაბაია ებრაელ იულია გლუშკოსთან 3:6, 1:6 განადგურდა, სხვა ქართველებს კი ერთეულთა ბადის პირველი წრის მატჩები ჯერაც არ გაუმართავთ.
შეგახსენებთ, რომ სოფო შაფათავა ძალებს კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ უკრაინელ ოქსანა პავლოვასთან მოსინჯავს, მანანა შაფაქიძე მე-6 ნომრად განთესილ კიდევ ერთ მასპინძელ განა პივენს ეთამაშება, ხოლო თათია მიქაძე რუს ელენა კულიკოვას შეერკინება.
წყვილთა გათამაშებაში შაფათავა და ქვაცაბაია პირველი რეიტინგის მქონე უკრაინელ დებ კიჩენოკებთან 3:6, 4:6 დამარცხდნენ, მიქაძემ და შაფაქიძემ კი კიდევ ერთ უკრაინულ დუეტთან (კოზლოვა-სვიტოლინა) 1:6, 2:6 წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092871