ფეხბურთი

17:32 | 13.04.2014 | ნანახია 872 - ჯერ

ლიაიჩი “რომადან” წასვლას არ გამორიცხავს

იტალიური “რომას” შემტევი ნახევარმცველი ადემ ლიაიჩი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ თავად სერბმა განუცხადა “სკაი სპორტ იტალიას”.

“დიდი ხანია არ მითამაშია, მაგრამ ფეხბურთში ასეთები ხდება. ვინ ითამაშებს, მწვრთნელის გადასაწყვეტია. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ვითამაშო. წინ კიდევ 5 მატჩია და ჩემს მომავალს შემდეგ გადავწყვეტ. დავილაპარაკებთ და ვნახოთ, რა იქნება უკეთესი”, - განაცხადა სერბმა.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, ლიაიჩმა “რომას” შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი მიითვალა.

 


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:19 | 14.04.2014
Swaggy P (1309)

არ ინერვიულოთ ვინც რუდის ჭირდება არავინ წავა იმათგან )))) პირიქით მაგრა გავძლიერდებით

22:16 | 13.04.2014
lukaluuu (304)

ბოდიშით მაგრამ ან მთარგმნელი გყავთ უნიჩო ან უნიჩოდ წერთ სტატიებს კიდევ ერთხელ ბოდიში სტატიის ავტორთან.. პიანიჩმაც და ლიაიჩმაც სულ სხვა კომენტარები გააკეტეს და აქ სუ სხვა რაგაცეები იწერება...
ლაიჩმა ეს კომენტარი მათჩის შემდგომვე გაააკეტა და გამოკვეთილად აღნიშნა რო მას რომაში თამაშI უნდა და რომას მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა.... უკვე ნერვებიშ მომშლელია ეს დეზინფორმაცია

18:30 | 13.04.2014
patrick jane (685)

ლაიჩი , პიანიჩი, შემდეგი ვინ გააკეთებს ასეთ განცხადებას.. რომამ თუ ვერ შეინარჩუნა ფეხბურთელები ისევ იმ ჩაობში ჩავარდება

0.068823