ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველი ადემ ლიაიჩი “მილანის “წინადადებას დათანხმდა. ამის შესახებ Football Italia იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “როსონერიში” ნახევარმცველის წლიური ანაზღაურება 2 მილიონი ევრო იქნება. ლიაიჩი “სან სიროს” ბინადრებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. “ფიორენტინა” მის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ “მილანში” გადასასვლელად, ლიაიჩმა “იებს” ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა და ლონდონის “ტოტენჰემიც” უარით გაისტუმრა.