დიდი ალბათობით, ფლორენციის “ფიორენტინა” და შემტევი ნახევარმცველი ადემ ლიაიჩი თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობენ. Corriere dello Sport-ის ცნობით, მხარეები ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებენ.
მოგეხსენებათ, 21 წლის სერბის გადაბირება “მილანს” სურდა, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ ნახევარმცველი “სან სიროზე” არ ითამაშებს. “როსონერი” ლიაიჩს რობინიოს შემცვლელად განიხილავდა.
ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ლიაიჩის გამოსასყიდი თანხა 15 მილიონი ევრო იქნება. სხვა ფინანსური დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.