გერმანული “ლევერკუზენის” ხელმძღვანელობა “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის – ჟერემი მენეზის შეძენით დაინტერესდა. ამის შესახებ L’Equipe იუწყება.
26 წლის ფრანგს პარიზელებთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. “ლევერკუზენის” გარდა, მისი გადაბირება რამდენიმე იტალიურ კლუბსაც სურს, მაგრამ ფავორიტები გერმანელები არიან.
ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, მენეზმა 11 მატჩი ჩაატარა. რამდენადაც ცნობილია, პარიზელთა თავკაცი ლორან ბლანი ფრანგს ნაკლებად ენდობა და მის შესანარჩუნებლად ბრძოლას არ აპირებს.